ჩვენ შესახებ
ჩვენს შესახებ
შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ წარმოადგენს A ტიპის ინსპექტირების ორგანოს რომელიც აკრედიტირებულია საქართველოს “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ სსტ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
თავის მხრივ საქართველოს “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ შესრულებულია EA (European Accreditation) – მიერ გაცემულ რეკომენდაციები და მზადდება დოკუმენტაცია ორმხრივი აღიარების შეთანხმების გაფორმებისთვის.
ორმხივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ ს მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნები ძალაში იქნება არ მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს EA (European Accreditation)–ს მოთხოვნები.
შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, როგორც ინსპექტირების ორგანო, ანხორციელებს აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ ინსპექტირების სამუშაოებს:
- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება/ინსპექტირება
- ობიექტზე შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების ღირებულების შეფასება-ინსპექტირება. ფორმა №2-ის ინსპექტირება;
- ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება;
- ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;
- ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება. მათშორის:
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა;
- საინჟინრო-ჰიდროლოგიური კვლევა/დასკვნა;
- კონსტრუქციული ნაწილი;
- საინჟინრო ქსელები (ელ. მომარაგების სისტემები) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- საინჟინრო ქსელები (სუსტი დენების სისტემები) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- საინჟინრო ქსელები (წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- საინჟინრო ქსელები (ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები,
- აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პრინციპებს:
- კანონიერების დაცვა;
- ინსპექტირების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
ჩვენი მიზანი:
- პროფესიული დონის მუდმივი ამაღლება;
- მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- მომსახურების სფეროს მუდმივი გაფართოება;
ჩვენი პროირიტეტები:
- მომსახურების მაღალი ხარისხი;
- მომსახურების დაბალი და მოქნილი ტარიფები.



