კვალიფიკაცია

კომპანია “საინჟინრო მონიტორინგი ჯგუფი“  (EMG) შექმნილია სამშენებლო დარგში წამყვანი ექსპერტების, მეცნიერების და  სპეციალისტების გუნდის ბაზაზე. მათი დიდი გამოცდილებისა და  ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის გათვალისწინებით,  2016 წლის 21 სექტემბერს  კომპანიას მიენიჭა შესაბამისი აკრედიტიცია სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ. კომპანია დაფუძნებიდან დღემდე მაღალი სტანდარტებით და დიდი წარმატებით მოღვაწეობს  საქართველოს ბაზარზე.